დასავლური სანქციების ეფექტი

დასავლური სანქციების ეფექტი

ივანიშვილის ბიზნესიმპერია უდიდესი გამოწვევის წინაშეა - აღმოჩნდა, რომ ოლიგარქი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს უჩივის. ივანიშვილსა და მის ოჯახს ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს. ადვოკატმა საზოგადოებას ამცნო, რომ შვეიცარიულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები. მნიშვნელოვანი ისაა, რომ გადარიცხვებს ვერც ივანიშვილის ოჯახის წევრები ახერხებენ. ამასთან, ოლიგარქი ცდილობს რომ საკუთარი ქონება ოფშორული ზონებიდან სასწრაფოდ გაიტანოს.