დასავლური დაზვერვების თანახმად, პუტინს არ სურს კომპრომისებზე წასვლა, უნდა ომის გაგრძელება

დასავლური დაზვერვების თანახმად, პუტინს არ სურს კომპრომისებზე წასვლა, უნდა ომის გაგრძელება

დასავლური სადაზვერვო უწყებების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ სურს კომპრომისებზე წასვლა და მან განზრახ წამოაყენა უკრაინასთან მოლაპარაკებებში მაქსიმალისტური მოთხოვნები, რადგანაც სინამდვილეში ომის გაგრძელება სურს.

ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაზვერვის წყაროების თანახმად, ვლადიმერ პუტინმა იცის, რომ მის მიერ წამოყენებული მოთხოვნები მიუღებელი იქნება როგორც უკრაინელებისთვის, ასევე სხვა ევროპელებისთვისაც და რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, გააგრძელოს ომი საკუთარი მიზნების მიღწევამდე.

Bloomberg წერს, რომ ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების, უკრაინის ნეიტრალიტეტისა და ევროპული სამშვიდობო ჯარების განლაგების საკითხებში კომპრომისს არ განიხილავს.

დასავლური დაზვერვების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის გეგმაა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰბრალდეს, რაც NATO-ელ მოკავშირეებში განხეთქილებას გააღრმავებს.