"დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს

"დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი" - 112 მოსახლეობას აფრთხილებს

112 მოსახლეობას 9-10 ოქტომბერს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"9-10 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112 გაგზავნილ შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ოქტომბერს დღისით, 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.

ამინდის პროგნოზი