გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო მხარდაჭერა და ძალიან ცალსახა მხარდაჭერა, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, როგორც ალიანსის, ასევე ბატონი სტოლტენბერგის. ის ყოველთვის გამოირჩევა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მჭიდრო კოორდინაცია საქართველოში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ნამდვილად, ცალსახად მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ახალ იმპულსს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში.
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
დღეს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოშო ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.