დარჩიაშვილი იმპიჩმენტზე: საქართველოს ევროპულ მომავალთან არაფერ კავშირში არაა

ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან არაფერ კავშირში არ არის და მოგიწოდებთ, რომ არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა განცხადება, როგორც საპარლამენტო მხრიდან, ასევე, საქართველოს პრემიერის მხრიდან. შესაბამისად, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში.

[...] ყველა ვალდებულია, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, საქართველოს კონსტიტუციას [პატივი].

ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.