ვულოცავ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს! ჩვენს ქვეყანას კანდიდატი სტატუსი მიენიჭა! დღევანდელი დღე არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება. საქართველოს ხელისუფლების ნება - რეალობად აქციოს ქვეყნის საზოგადოებრივი არჩევანი უცვლელი რჩება. მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე - ევროკავშირის წევრობამდე!
წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.