დაყადაღებული ანგარიში

დაყადაღებული ანგარიში

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებსა და ბარათებზე წვდომა აღარ აქვთ. ამის შესახებ სოფო გელავას ქმარი გიორგი ნონიაშვილი Facebook-ზე წერს. რატომ შეუჩერდათ ანგარიშებზე წვდომა მკვლევრებს, ამაზე მათ ბანკები არ პასუხობენ, ამასთან, ოფიციალური ყადაღა ანგარიშებს არ ადევს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არჩევნებამდე 2 დღით ადრე გაჩხრიკა რუსული დეზინფორმაციის მკვლევრების, ამერიკული ორგანიზაცია ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლები. ამოიღეს ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობა, მაგრამ არც კონკრეტული საქმე დაუზუსტებიათ, მკვლევრების გამოკითხვა კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.