დანილოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუძლებელს აკეთებენ, მაგრამ მეტი იარაღია საჭირო

დანილოვი: უკრაინის შეიარაღებული ძალები შეუძლებელს აკეთებენ, მაგრამ მეტი იარაღია საჭირო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი იარაღი სჭირდებათ.

"აქტიური საომარი მოქმედებების დროს უკრაინის არმია შეუძლებელს აკეთებს, თანამედროვე ომის ყველა დამკვიდრებულ თეორიას და პრაქტიკას არღვევს.

უკრაინის მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცების სიცოცხლეა, კონტრშეტევის პირობებშიც კი უკრაინის თავდაცვის ძალებს ნაკლები დანაკარგი აქვთ, ვიდრე რუსებს", - ამბობს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები წარმატებულ კონტრშეტებით ოპერაციებს ახორციელებენ და წინ მიიწევენ.