დანილოვი: ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება

დანილოვი: ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

"ჩვენ მას [ყირიმს] გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება, თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ მან ჩვენი ტერიტორია უნდა დატოვოს, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს.

ყირიმის დეოკუპაციის გარეშე ომი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობები მშვიდობიანად ვერ იცხოვრებენ. მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში", - ამბობს დანილოვი.

22 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი ყირიმის დაბრუნებაა და ამასთან, აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის სუვერენული ტერიტორიაა.