უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინის მთავარი ამოცანა რუსული არმიის განადგურებაა.
"უკრაინის ჯარისთვის ნომერ პირველი ამოცანა რუსული არმიის ცოცხალი ძალის, ტექნიკის, საწვავის, საწყობების, საბრძოლო კომპლექტების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განადგურებაა", - ამბობს დანილოვი.
ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ოკუპანტების წინააღმდეგ მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებენ.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის სულ მცირე ოთხ მონაკვეთზე დაწინაურდნენ.