დანილოვი: არანაირი პუტინი ხერსონში არ ყოფილა, ჩვეულებრივი ორეული იყო

დანილოვი: არანაირი პუტინი ხერსონში არ ყოფილა, ჩვეულებრივი ორეული იყო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონის ოლქში არ ჩასულა და იქ მისი ორეული იმყოფებოდა. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.

"პირველ რიგში, არანაირი პუტინი იქ არ ყოფილა. ეს კარგად ცნობილია, პუტინთან კომუნიკაციისთვის, სულ მცირე, 10-14 დღე უნდა გაატარო კარანტინში. ჩვეულებრივი ორეული იყო - რომელიც არაერთი ჰყავს - ესეც ცნობილია", - განაცხადა მან.

18 აპრილს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ხერსონის ოლქში ჩავიდა, თუმცა ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია. კრემლის განცხადებით, პუტინმა დნეპრის ჯარების ჯგუფის შტაბ-ბინა მოინახულა.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე პუტინი დაინტერესდა ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით არსებული სიტუაციით - პუტინმა მეთაურებს განუცხადა, რომ "მნიშვნელოვანია" მათი მოსმენა და ინფორმაციის გაცვლა.