დანიის საელჩო: დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის!

დანიის საელჩო: დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის!

დანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვაში საელჩო პატივს მიაგებს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს.

"დანიის საელჩო თბილისში ყველა ქართველს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას, გვსურს, პატივი მივაგოთ მათ, ვინც მამაცურად იბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის.

დამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია საქართველოსთვის!", - წერია მილოცვაში.