დანიის ელჩი საქართველოში, ანე ტოფტ სორენსენი განცხადებას ავრცელებს და შოვში, მეწყრის შედეგად დარუპულთა გამო ღრმა მწუხარებას გამოითქვამს.
"ნება მომეცით საქართველოში დანიის საელჩოს სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის ფონზე. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ყველა, ვინც დაკარგულად ითვლება, მალე იპოვიან და უსაფრთხოდ იქნებიან", - წერს დანიის ელჩი საქართველოში.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.