ზოგიერთი ლაპარაკობს, რომ რაც მოხდება ჩვენს [აშშ-ს] არჩევნებზე, ზეგავლენას იქონიებს საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაგება, რომ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არის ნამდვილი ერთიანობა, აგრეთვე დემოკრატების, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეშფოთებაზე, რაც დაკავშირებულია [საქართველოს] ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებთან.
აგვისტოში ჩვენ გვქონდა კონგრესის ორპარტიული, ორპალატიანი დელეგაციის ვიზიტი აქ [საქართველოში], დემოკრატი სენატორის, შაჰინისა და ასევე რესპუბლიკელი კონგრესმენის, ტერნერის ხელმძღვანელობით. მათი გზავნილი მთავრობისთვის იყო, რომ არ არსებობს განსხვავება ჩვენს შეშფოთებას შორის იმ ქმედებებზე, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. რეალურად, კონგრესში მიმდინარეობს მუშაობა ორპარტიულ კანონმდებლობაზე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ადმინისტრაციის პოლიტიკას, არამედ რეალურად მოითხოვს კიდევ უფრო მძლავრ შედეგებს. ასე რომ, იდეას, რომ ჩვენი არჩევნებით რამე შეიცვლება საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაში ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.
თქვა აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.