დანია კოპენჰაგენში რუსი დიპლომატების რაოდენობას 5-მდე ამცირებს

დანია კოპენჰაგენში რუსი დიპლომატების რაოდენობას 5-მდე ამცირებს

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან რუს დიპლომატებსა და საკონსულოს თანამშრომლებს გააძევებს. კოპენჰაგენში დარჩენას რუსეთის საელჩოს მხოლოდ 5 დიპლომატი და 20 ტექნიკური თანამშრომელი შეძლებს.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას საპასუხო ზომებს უწოდებს რუსეთის ქმედებაზე, რომელმაც დანიის დიპკორპუსი შეამცირა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოსკოვთან დიდი ხანი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, როგორ შეენარჩუნებინათ საელჩოების მუშაობა, თუმცა ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. რუსმა დიპლომატებმა კოპენჰაგენი 29 სექტემბრამდე უნდა დატოვონ.

გარდა ამისა, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მოსკოვმა არაერთხელ სცადა ვიზების გამოთხოვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კოპენჰაგენი სპეცსამსახურების აგენტებად მიიჩნევს.