
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ. შესაბამისი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა გააკეთეს.
"ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ უკრაინას გადავცეთ Leopard 2-ის 14 ტანკი. ეს ძალიან სერიოზული დახმარებაა. ამის პარალელურად უკრაინას გადაეცემა Leopard 1-ის 100-მდე ტანკი", - თქვა საგარეო მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა.
თავდაცვის მინისტრის ცნობით, ტანკები უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა. მისივე თქმით, დანია ცდილობს, რომ უკრაინას სულ მცირე 80 Leopard 1-ის ტანკები 2023 წლის ბოლომდე მიაწოდოს.