
დანიის მთავრობამ და პარლამენტმა უკრაინაში სამშვიდობო ჯარების შესაძლო გაგზავნის საკითხზე კონსენსუსს მიაღწიეს.
შეთანხმების შესახებ დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა ლარს ლიოკე რასმუსენმა და ტროელს ლუნდ პოულსენმა გამოაცხადეს.
შეთახმების მიღწევამდე დანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელები პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, სადაც განმარტეს მთავრობის პოზიცია სამშვიდობო ჯარები გაგზავნის შესახებ.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, "მნიშვნელოვანია სწორი გზავნილები როგორც პუტინის, ასევე ვაშინგტონის მიმართულებით".
როგორც თავდაცვის მინისტრმა თქვა, ჯარების გაგზავნის კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ არსებობს და "ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები".