დანია 2027 წლამდე უკრაინის დახმარებას 3 მილიარდი ევროთი გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დანია უკრაინის ერთგული მხარდამჭერია და ახლა, როდესაც ჩვენ ამ მხარდაჭერას ვაძლიერებთ, ამით მკაფიო სიგნალს ვაგზავნით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ დანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში", - აცხადებს დანიის თავდაცვის სამინისტრო.
მარტში დანიის მთავრობა და პარლამენტი შეთანხმდნენ ფონდის შექმნაზე, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას ისახავს მიზნად.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.