დაკავებულ რევაზ კიკნაძეს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულ რევაზ კიკნაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

20 წლის რევაზ კიკნაძე იზოლატორიდან წერდა, რომ სთხოვდნენ ეთქვა ტყუილი, თითქოს ოპოზიციონერი ლიდერები აფინანსებდნენ და მათ დავალებებს ასრულებდა.

პროტესტის ნიშნად კიკნაძემ შიმშილობა დაიწყო.