შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგარეჯოში სპეცოპერაცია დასრულდა.
გომელაურის თქმით, თავდასხმის დაწყებისას ბრალდებულის სახლში იმყოფებოდა მისი სრულწლოვანი შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.
"ვერ ვხსნით ვერავინ რა მოხდა. მოქალაქემ, რომელმაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა სახლიდან, იმყოფებოდა მისი შვილი სახლში, სრულწლოვანი ბიჭი. დაიწყო აივნის ერთი მხრიდან სროლა, მერე მეორე მხრიდან დაიწყო სროლა და ამ ბავშვმა დატოვა სახლი, გამოვიდა. და შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, და დაიწყო მეორე მხრიდან სროლა და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. გადაყვანის დროს საავადმყოფოში დაიღუპა ჩვენი თანამშრომელი. ეს ვიცით ჯერჯერობით", - განაცხადა გომელაურმა.
გომელაური ამბობს, რომ ამ დროისთვის შვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.
"შვილი ვერაფერს გვიყვება - რომ გამოვიქეცი სახლიდან, წინა მხარეს უკვე ბიჭები იყვნენ ძირსო. მე გამოვიქეციო. ახლა მისი გამოკითხვა მიმდინარეობს", - თქვა შს მინისტრმა.