ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე პირების მიმართ მუქარის შემცველ ზარებზე განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მათ მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადება შესაძლებელია, მტკიცებულებით დადასტურდეს.
გარდა ამისა, არასამთავრობოები მოუწოდებენ უწყებას, მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი მათ, ვისაც უცხო ნომრიდან ურეკავენ და ემუქრებიან.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ მუქარის შემცველი ზარები და სახლებთან გაკეთებული ვანდალური წარწერები ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით საქმის კვალიფიკაციის საფუძველს.
"აშკარაა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა; ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის გამო ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ასევე, აშკარაა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტები.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს/აჭარის პროკურატურას:
⮚სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც შესაძლებელია არაერთი მტკიცებულებით დადასტურდეს;
⮚უმოკლეს ვადებში მიანიჭოს პირებს დაზარალებულის სტატუსი;
⮚საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
***
მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციას ღიად აფიქსირებდნენ, ასევე იღებდნენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში სხვადასხვა უცხო ნომრებიდან ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და აგინებდნენ. ამასთან, ხელისუფლებს მიერ ორგანიზებული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქალაქეებთან, აქტივისტებთან თუ პოლიტიკოსებთან დარეკვას, თუმცა ამჯერად მოკვლის მუქარის შემცველი ტექსტებით. ზარები ქართული ნომრებიდან და უცხო ექვეყნებიდან ხორციელდება.