რატომ მიატოვა ყველაზე კრიტიკულ მომენტში ხელისუფლებამ მოსახლეობა - ეს ძირითადი საკითხია, რომელიც შოვის ტრაგედიის შესახებ დეტალურ ანგარიშში მოხვდა. სტიქიის შედეგები ნაციონალურ მოძრაობაში შეისწავლეს - თანამდებობრივი გულგრილობა, დაგვიანებული რეაგირება, დანაშაულებრივი უმოქმედობა. სამუშაო ჯგუფი პრემიერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ტრაგედიიდან მეცხრამეტე დღეს შოვში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, კიდევ 4 პირს ეძებენ.