დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალაში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია. წინასწარი შეფასებით, აფეთქება ავტოსერვისის შენობაში მოხდა. მიზეზი უცნობია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდაპირველი აფეთქების ადგილი გასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს არის. არსებული ინფორმაციით, გასამართ სადგურზე თხევადი გაზის ორი ცისტერნა აფეთქდა.
სადგურის გარშემო ხანძრის ფართობი 500 კვადრატული მეტრი იყო. ცეცხლი უკვე ჩააქრეს.
დაღესტნის ხელმძღვანელის განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების სახით მილიონ-მილიონ რუბლს მიიღებენ. მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხეულის მძიმე და მსუბუქი დაზიანება, მიენიჭათ კომპენსაცია 400 და 200 ათასი რუბლის ოდენობით.
15 აგვისტოს დაღესტანში გლოვის დღედ გამოაცხადეს.