
თბილისში, დადიანზე მდებარე შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.
ადგილზე მაშველები მუშაობენ. როგორც ცნობილია, ჭერი ერთ-ერთი აფთიაქში ჩამოინგრა, იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.