დაიჭერენ თუ არა ყოფილ პრემიერმინისტრს - პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივ დევნაზე აქტიურად თავად გახარიას პარტია ლაპარაკობს. ყოფილი თანაგუნდელები დაპირისპირების რეჟიმში რჩებიან, მთავარი ფიგურები კი ჩრდილში. ოცნება ყოფილი პრემიერმინისტრის შეცდომებზე უკვე თამამად ლაპარაკობს, მათ შორის გამოყოფს 20 ივნისსაც, რის შემდეგაც გახარია პრემიერად დააწინაურეს. ამიტომ, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ მხრივ ოცნებისა და გახარიას პასუხისმგებლობები ვერ გაიმიჯნება.