თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდება, რათა ირანის მიერ ისრაელზე მიმდინარე თავდასხმა განიხილოს.
"მისი გუნდი ისრაელის ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ რკინისაა. ამერიკა ებრაელ ხალხთან იქნება და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან", - აცხადებენ თეთრ სახლში.
შეხვედრას თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვა.