ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი ხვალ რუსეთში ორდღიანი ვიზიტით მიემგზავრება.
"კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩოე სონ ჰუი 15-დან 17 იანვრამდე რუსეთს ეწვევა", - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსმა კოლეგამ, სერგეი ლავროვმა მიიწვია.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული იარაღისა და რაკეტების გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე დაიწყო.