ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძარს 16 ადამიანი ემხსვერპლა

ჩინეთში, ქვანახშირის მაღაროში ხანძარს 16 ადამიანი ემხსვერპლა

ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას APNews-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.