ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის წევრებსა და ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა აშშ-ის კონგრესის წევრებსა და ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წევრის, მთავრობის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აღნიშნული ნაბიჯი ჰონგ კონგთან დაკავშირებულ საკითხებზე "უხეშ ქცევას" უკავშირდება.

უწყების პრესსპიკერის, ლინ ძიანის განცხადებით, სანქციების მიზანი ამერიკული ჩარევის შეჩერებაა: "ჰონგ კონგი არის ჩინეთის ჰონგ კონგი, და ის არ წარმოადგენს აშშ-ის ჩარევის საგანს". მისივე თქმით, პეკინი ვაშინგტონს ბრალს სდებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაში.

ჩინეთის მხარე აცხადებს, რომ ნებისმიერი მსგავსი ქმედება მტკიცე და ადეკვატურ რეაგირებას მიიღებს.