ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთის სამხედროები ერთობლივი ანტიტერორისტული საწვრთნელი ვარჯიშებისთვის ბელარუსში ჩავიდნენ.
უწყების განცხადებით, მანევრები 8-19 ივლისს გაიმართება.
"ერთობლივი წვრთნა შექმნის საფუძველს ბელარუსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებისთვის, სამხედროების ერთობლივი წვრთნის სფეროში", - წერია განცხადებაში.
ბელარუსი 4 ივლისს, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას (SCO) შეუერთდა, რომელსაც პეკინი და მოსკოვი უჭერენ მხარს, როგორც დასავლეთის გავლენის ალტერნატივას.
ჩინეთი ბოლო წლებში კავშირების გასამყარებლად აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის სახელმწიფოებთან აქტიურად თანამშრომლობს.