უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერჰი ჩერევატის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ფლანგებზე უკრაინის თავდაცვის ძალები წინ მიიწევენ.
"ქალაქ ბახმუტის ირგვლივ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფლანგებზე მასიური შეტევა გრძელდება. უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.
თუ 10 თვის განმავლობაში მტერი გვიტევდა, ახლა ჩვენ ვანადგურებთ მტერს, მაგრამ ვანადგურებთ სრულიად საპირისპირო ტაქტიკით. ჩვენ წინ მივდივართ", - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერმა.
მანამდე, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინელები აღმოსავლეთით წინ მიიწევენ, სამხრეთით კი გარკვეული ტერიტორიების გაათავისუფლება შეძლეს. მალიარის თქმით, 26 ივნისს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნოპოლი დაიბრუნეს.