ჩეხეთში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ის X-ზე ავრცელებს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სამსახურში, რა დროსაც ხელს ვუწყობდი მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე ვიცავდი მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მე ვრჩები საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული", - წერს ის.