ჩეხეთში, ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთში, ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის საგანგებო სამსახურების ცნობით, ქალაქ მოსტში რესტორანში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

როგორც ცნობილია, აფეთქების დროს რესტორანში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა.

სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, დაშავებულები სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩეხური მედია აღნიშნავს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო დანაყოფი. რესტორანი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა.

სახანძრო ბრიგადის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულებაში გამათბობელი ამოტრიალდა და ხანძარი გაჩნდა.