ჩეხეთის პრეზიდენტი: თუ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, ეს ჩვენი დამარცხება იქნება

ჩეხეთის პრეზიდენტი: თუ უკრაინის მხარდაჭერას შევასუსტებთ, ეს ჩვენი დამარცხება იქნება

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, ეს მათი დამარცხება იქნება.

"თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეასუსტებს, მომავალი წელი რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება. ეს წელი წარმატების საფუძველია, მომავალი წელი კი უფრო რთული იქნება.

ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინას მივცეთ ყველაფერი, რაც მას სჭირდება სუვერენიტეტის აღდგენისა და საზღვრებზე კონტროლის დასამყარებლად. ნებისმიერი ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხება იქნება", - ამბობს პაველი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.