უკრაინული მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი უკრაინის ქალაქ დნიპროში ჩავიდა.
"ომის გამო ბევრმა უკრაინელმა დაკარგა სახლი. მათგან დაახლოებით 200 000-მა დნიპროს შეაფარა თავი. მათთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა უკრაინისა და ევროპის სტაბილურობის გასაღებია. შესაბამისად, ჰუმანიტარული დახმარება არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რაზეც ჩეხეთი ყურადღებას გაამახვილებს დნიპროში", - წერს Twitter-ზე ჩეხეთის პრეზიდენტი.
ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები უკრაინაში გუშინ ჩავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ისინი უკრაინის რეგიონებში ჩასვლას გეგმავენ.
გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ბორის ფილატოვმა გაავრცელა.