
აგრესორის პირობებით მიღწეული "მშვიდობა" არაფერია თუ არა კაპიტულაცია, - წერს X-ზე ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.
"დროა, დავიწყოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მსურველთა ფართო კოალიციის განხილვა. აგრესორის პირობებით მიღწეული "მშვიდობა" არაფერია თუ არა კაპიტულაცია, რაც მხოლოდ გააძლიერებს როგორც არსებულ, ისე მომავალ აგრესორებს. თავისუფალი სამყარო ბოროტებას უნდა აღუდგეს წინ", - წერს პაველი.