ჩეხეთის ელჩი: მტკიცედ ვგმობ ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას, ძალადობა მიუღებელია

ჩვენ ნამდვილად ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ეს მოვლენათა აბსოლუტურად საშინელი განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში, კიდევ უფრო მიუღებელია ეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ, აქტივისტების წინააღმდეგ, ახალგაზრდების წინააღმდეგ. შესაბამისად, მე ნამდვილად მტკიცედ ვგმობ ამ თავდასხმას. იმედი მაქვს, ბატონი ჯაფარიძე კარგად იქნება და ამ ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ.

განაცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა პეტრ მიკისკამ პარტია გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკია მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებიან.