ჭყონია: ჩვენ გვყოფს ერთპარტიულობა და სურვილი იყვნენ მუდმივად

დღევანდელმა სიტუაციამ ბიზნესი აიძულა ელაპარაკა იმ თემებზე, რომელსაც ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობთ... დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე - რა რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა აგრესიული გახდა ჩვენი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ.

ბიზნესმენებიც ხომ სხვადასხვანაირია, ზოგს ეშინია პოზიციების დაფიქსირება. უნდა გადალახოს ეს შიში და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და იმ მხარეს იყოს სადაც სიმართლეა. არის ბიზნესმენთა ჯგუფი, როგორც მთელ მსოფლიოშია, რომელიც მორგებულია სიტუაციას, გააჩნია რაც არის ხელსაყრელი მისი კეთილდღეობისათვის, რაც ჩვენ არ მოგვწონს.

ეს რომ განელდეს ისე, როგორც ეს ვიღაცას უნდა, ის მუხტი და ის ენერგია ამ 10 დღის და მეტი ხნის განმავლობაში, ხომ არ დაიკარგება და ხვალ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას - ეს ხომ შეუძლებელია. ეს ენერგია დიდხანს გაგრძელდება.

დღევანდელმა სიტუაციამ ბიზნესი აიძულა ელაპარაკა იმ თემებზე, რომელსაც ზოგადად დიდ დროს არ ვუთმობთ... დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე - რა რთულ მდგომარეობაშია დღეს ქვეყანა, რა აგრესიული გახდა ჩვენი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ. წარმოუდგენელია როდესაც ადამიანი გაიკეთებს ჩაფხუტს რომ არ იცნონ და შემდეგ ურტყამს მაკა ჩიხლაძეს. ხელი რომ მოატრიალა კისერს ტეხდა, კინოებში მაქვს ნანახი და შემთხვევით არის გადარჩენილი.

გამოსავალი არამხოლოდ ჩვენ უნდა შევთავაზოთ, თვითონაც უნდა შემოგვთავაზონ გამოსავალი, ის რომ იქ ხალხი შემცირდეს და პროტესტი განელდეს ეს გამოსავალი არ არის, მერე რა რომ ის ხალხი წავიდა, აქ ვზივართ ყველანი.

ჩვენ ეს ვითარება რომელიც დღეს არის არ მოგვწონს მაგრამ ყოველდღე ტელევიზიებში ხომ არ ვისხდებით, ის თუ ვინმე სამსახურში ზის ან სახლშია არ ნიშნავს რომ დავეთანხმეთ სიტუაციას.

საუბრობენ რომ ეკონომიკური ზრდა მოგვცემს საშუალებას ევროპაში შესვლის. ეკონომიკური ზრდა არ არის მთავარი არგუმენტი. მთავარი არგუმენტია კომპლექსი იმ ვალდებულებების და სამართლიანობის რაც ევროპაში არსებობს და თუ იმას არ დავიცავთ რაც არ უნდა მდიდარი იყო იქ ვერ შეხვალ.

გამოსავალი არის არჩევნები, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დღეს არის პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი გუშინ ტრამპსაც შეხვდა და ველოდებით რომ ტრამპი გადაწყვეტს იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენ პრობლემატური გვაქვს.

განსხვავებული აზრი არ ნიშნავს, რომ ქვეყნის მოღალატე ხარ, გვაქვს განსხვავებული აზრები, მაგრამ ყველა ეს აზრი ერთდება ქვეყნის სიყვარულში.

ჩვენ გვყოფს ერთპარტიულობა და სურვილი იყვნენ მუდმივად. რომ მხოლოდ ერთ ნაწილს შეუძლია ქვეყნის მართვა და ევროინტეგრაცია და დანარჩენებს არა და ის არის მოღალატე. თუ ჩემი თანამოაზრე არ ხარ, ე.ი. ხარ ჩემ წინააღმდეგ. იცით, როგორია ჩვენთან სასამართლო, ჩვენ რომ ვსაუბრობთ სასამართლოზე უფრო დადებითად გამოგვდის ვიდრე არის. იგივე არის სამართალდამცველებიც.

მე ხშირად ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს საბჭოთა ქართველები და არის ახალი თაობა და ახალგაზრდობა, ეს საბჭოთა ქართველები ირჩევენ მომავალს და ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპა და პასპორტი, ის ირჩევს ჩვენ მომავალს

განაცხადა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ ბიზნესის კვირეულში.