ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

ჭავჭავაძის გამზირზე ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის - 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს", - ვკითუხლობთ განცხადებაში.