ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოების გამო 21 და 22 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის კვეთასთან არსებული გვირაბიდან, მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე მონაკვეთს.
"შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით"- ნათქვამია განცხადებაში.