ბურჭულაძე: ჩამოვაყალიბეთ თემატური ჯგუფი, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები გაუძღვებიან

ბურჭულაძე: ჩამოვაყალიბეთ თემატური ჯგუფი, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები გაუძღვებიან

პაატა ბურჭულაძის ამბობს, რომ ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფი, რომელიც "თავიანთ საქმეში კომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული".

"უკვე 6 თვეა ჩვენმა ქვეყანამ ფაქტობრივად ევროინტეგრაცია შეაჩერა, რეფორმა არ კეთდება. ამიტომ ჩვენ შევქმენით თემატური ჯგუფი იმ ადამიანების მიხედვით, ვინც თავიანთ საქმეში ძალიან კომპეტენტურები არიან და ისინიც სხვებს გვერდში ამოიყენებენ", - თქვა მან.

ბურჭულაძის თქმით, ჯგუფის "ადამიანურ მიმართულებას" მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩაუდგება სათავეში.

ჯგუფს უხელმძღვანელებენ:

  • საგარეო მიმართულებით გიგი კუბლაშვილი
  • იუსტიციის მიმართულებით გია ქავდარაძე
  • კულტურის მიმართულებით ნინო ჟვანია
  • სამართლის მიმართულებით მამუკა ახვლედიანი
  • საარჩევნო მიმართულებით აკაკი ხუსკივარი,
  • ადამიანის უფლებების მიმართულებით ნიკა სიმონიშვილი
  • ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით გიორგი ქადაგიძე
  • განათლების მიმართულებით ლელა ჯეჯელავა
  • ჯანდაცვის მიმართულებით გიორგი ჩახუნაშვილი

"ეს ჯგუფი ახლა ამზადებს დოკუმენტებს, რომ მზად ვიყოთ, როცა საჭირო იქნება, რომ ვანახოთ [დასავლეთს] რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მივდიოდით ევროპისკენ", - თქვა პაატა ბურჭულაძემ.