მამაცი დემონსტრანტები, რომელთაც წყლის ჭავლით შლიდნენ, მიწაზე ყრიდნენ და ამ პროტესტის ხატ-სურათს წარმოადგენდნენ, რა თქმა უნდა, უმრავლესობაში არიან საქართველოში. ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. აქციების დროს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, დაარღვია მათი უფლებები და მოსახლეობას ემუქრებიან მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ დაუბრუნდნენ დასავლურ კურსს. საქართველო დგას გზაგასაყარზე, არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ. ამიტომ მნიშვნელოვანი მასზე დაკვირვება, პროცესის სამართლიანობა და თავისუფლება.
განაცხადა გერმანელმა დეპუტატმა მერლე სპელერბერგმა ბუნდესტაგის სხდომაზე, სადაც ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას განიხილავდნენ.