ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლაი დენკოვი დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში", - წერია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში.
ბულგარეთის დელეგაციაში შედიან იუსტიციის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და შეიარაღებული ძალების მეთაური.