
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპულთა ცხედრების გაცვლა, რომელზეც შეთანხმება სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას შედგა, მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
მისი თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებული არიან შესაბამისი პირები და მათ შეტყობინება უკვე სამშაბათს მიიღეს. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა სრულად იცავს მიღწეულ შეთანხმებებს, მიუხედავად ინფორმაციული ზეწოლისა და მცდელობისა, თავს მოახვიონ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები.
მანამდე, რუსული მოლაპარაკებების ჯგუფის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ზორინმა განაცხადა, რომ ცხედრების გადაცემა, სავარაუდოდ, მომავალ კვირას შედგება და რუსეთი უკრაინის ოფიციალურ შეტყობინებას ელოდება.