უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მცდელობები იყო, მაგრამ წარუმატებელი. შესაბამისი განცხადება ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ამასთან, ბუდანოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკვე დიდი ხანია არ არის მისი წრისთვის კომპრომისული ფიგურა. ის ამბობს, რომ პუტინის სიკვდილის შემდეგ, რუსებს ექნებათ ისეთივე განცდა, როგორც თავის დროზე იოსებ სტალინის სიკვდილის დროს.
"[პუტინის მოშორების] მცდელობები იყო, თუმცა როგორც ხედავთ, ჯერ წარუმატებელი... ბებიაჩემი ამბობდა, რომ სტალინის გარდაცვალების დროს, ხალხს ეგონა, რომ მათი სამყარო ჩამოინგრა, მაგრამ გასაგები იყო, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება. პუტინი ხელისუფლებაში უკვე 20 წელზე მეტია, ამიტომ ეს იქნება ძალიან მსგავსი განცდა, რადგან რუსებს ახლა მისი [პუტინის] დაკარგვის ეშინიათ - ის მათი ცხოვრების სტაბილურობის გარანტია", - თქვა ბუდანოვმა.