ბუაძე ფარცხალაძეზე: კონკრეტულად გამოიკვეთა როლი, რომელსაც ასრულებს რუსეთს-საქართველოს ურთიერთობებში

ძალიან კონკრეტულად გამოიკვეთა ის როლი, რომელსაც ფარცხალაძე დღეს უკვე ასრულებს რუსეთს-საქართველოს ურთიერთობებში. შესაბაისად მისი სანქცირება იყო დროული. დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესი გაგრძელდება და გაგრძელდება ივანიშვილის ყველა საცეცისთვის

განაცხადა ლელო საქართველოს წებრმა საბა ბუაძემ საქართველოს ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახ.დეპში აღნიშნავენ, რომ FSB იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ.