ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, სისტემატური საინფორმაციო ოპერაციები რუსეთის ომის ნაწილია.
"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, რუსული სახელმწიფო სისტემატურად იყენებს საინფორმაციო ოპერაციებს, როგორც ომის სტრატეგიის მთავარ ელემენტს.
რუსეთის ფედერაცია ამუშავებს უამრავ არხს და ფიგურას დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტია "ნარატივის გათეთრება", რომლის საშუალებითაც რუსეთი ინფორმაციას სოციალურ მედიაში გადაუმოწმებელი წყაროებიდან ავრცელებს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თანახმად, რუსეთის სახელმწიფო აქტორები წარმოადგენენ ცრუ ნარატივებს ორგანიზებულად და სიტუაციურად. სამხედრო ექსპერტების თქმით, მათი ამჟამინდელი პრიორიტეტები მოიცავს უკრაინის მთავრობის დისკრედიტაციას და უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას.