ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთს სურს აჩვენოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაცია ნორმალიზდება.
დაზვერვა აცხადებს, რომ კრემლის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აპრილში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ნორმალიზდება. მაგრამ ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა, რადგან აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.
"2023 წლის 5 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც 2022 წლის ოქტომბრის არ ყოფილა. მთავარი მოხსენება წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ კოლოკოლცევმა და ეხებოდა უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში მართლწესრიგის და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას, რეკონსტრუქციას", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თანახმად, სპიკერის ეს არჩევანი არის კრემლის მცდელობა, აჩვენოს რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება ნორმალიზდება. თუმცა, რეალურად, აქტიური საომარი მოქმედებები გავლენას ახდენს ოკუპირებული მიწების უმეტეს ნაწილზე და პარტიზანები დივერსიის ორგანიზებას აგრძელებენ. ამავდროულად, მოსახლეობას აქვს ძალიან შეზღუდული წვდომა ძირითად საჭიროებებზე.