ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებისთვის ახალ "ელიტურ" საჰაერო ჯგუფს ქმნის.
"რუსეთი აპირებს შექმნას ახალი "ელიტური" საჰაერო ჯგუფი, სახელწოდებით "შტორმი", რომელსაც [რუსეთის ფედერაცია] უკრაინაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს. სავარაუდოდ, საჰაერო ჯგუფის შემადგენლობაში იქნება ბომბდამშენების, Су-24 და Су-34-ების სულ მცირე ერთი ესკადრილი და ასევე, საბრძოლო ვერტმფრენების ესკადრილი.
თვითმფრინავების ტიპების კომბინაციით თუ ვივარაუდებთ, ახალი საჰაერო ჯგუფის მთავარი როლი სახმელეთო შეტევების განხორციელება იქნება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურს მოიზიდოს კვალიფიციური და მოტივირებული პილოტები, მათ დიდი ანაზღაურება შესთავაზოს და პენსიაზე გასული ავიატორების რეკრუტირება დაიწყოს.