დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთში 9 მაისის აღლუმმა ნათლად აჩვენა, თუ რა სირთულეებს განიცდის რუსული არმია უკრაინაში 15 თვიანი ომის შემდეგ - როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე სტრატეგიულ საკითხებში.
აღლუმში 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი უმეტესობა არაა რეგულარული არმია, არამედ გასამხედროებული დამხმარე ძალა და იუნკერები იყვნენ.
"რეალურად, პერსონალი, რომელიც წითელ მოედანზე მსვლელობაში მონაწილეობა, რკინიგზის ჯარები და სამხედრო პოლიცია იყო."- წერია დაზვერვის მონაცემებში.
დაზვერვა წერს, რომ აღლუმზე ძველი T-34 ტანკები იყო წარმოდგენილი. უკრაინაში აღჭურვილობის დიდი დანაკარგის მიუხედავად, რუსეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო მეტი დანაყოფების გამოყვანა. მაგრამ, ალბათ, ხელისუფლებამ თავი შეიკავა ამისგან, არასწორი პრიორიტეტების გამო შიდა კრიტიკის შიშით - თითქოს აღლუმისთვის მათ ჯავშანტექნიკა ამოიღეს ბრძოლის ველიდან.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 10 May 2023.
Find out more about Defence Intelligence's use of language: https://t.co/TKmTuwDqhR
#StandWithUkrainepic.twitter.com/F8toJrjKqk